Pages

ჩემს შესახებ

ჩემს შესახებ

      მოგესალმებით, მე ვარ მაგული ჯინჭარაძე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს/ქობულეთისა და ს /აჭყვისთავის საჯარო სკოლების სერტიფიცირებული მასწავლებელი ქიმიაში.   პედაგოგიური მუშაობის 30 წლის გამოცდილება მაქვს. ამ ხნის მანძილზე  არაერთი თაობა გამოვზარდე ,რომლებიც საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერად მუშაობენ. მინდა ვიყო წარმატებული პედაგოგი , ამიტომ მუდმივად ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე და ვიყენებ კოლეგების უკუკავშირსმიყვარს სიახლეები და ვცდილობ ფეხი ავუწყო მას. ვკითხულობ და ვეცნობი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილ ინიციატივებს და ვცდილობ მოვარგო ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას. მაქვს ხშირი კავშირი პედაგოგებთან ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მიყვარს ჩემი საქმიანობა, სკოლა და ჩემი აღსაზრდელები. ვცდილობ, განსაკუთრებული წვლილი შევიტანო მომავლის მშენებელი თაობის აღზრდაში.
       



                v     დავიბადე  1962 წლის  20  ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში

v  1970 წ-ს დავიწყე სწავლა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში და  დავამთავრე 1980 წ-ს.
v  1986 წლიდან ვსწავლობდი ქუთაისის  ა.წერეთლის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ბუნებისმეტყველება -გეოგრაფიის ფაკულტეტის ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობაზე, რომელიც დავასრულე  1991 წელს და მომენიჭა ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია
v  1991 წელს განაწილებით დავიწყე მუშაობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში, ქიმიის მასწავლებლად, სადაც ვმუშაობ დღემდე და მაქვს ამ სკოლაში მუშაობის 28 წლის სტაჟი.
v  1993 წლის მაისიდან 1993 წლის ივნისის ჩათვლით . მათუმის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუშაი გავიარე  კურსები  ,,კვალიფიკაციის ამაღლება ქიმიაში“
v  2004 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისის ჩათვლით გავიარე ,, მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრი“-ის ტრენინგი ,,კვალიფიკაციის ამაღლება ქიმიაში“
v   26.06.2012 წ-დან  30.6. 2012 წ-ის ჩათვლით გავიარე ,, მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრი“-ის ტრენინგი ,,კვალიფიკაციის ამაღლება ქიმიაში“
v  1.07.2012-დან - 5.07.2012-ის ჩათვლით გავიარე  ,,მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრი“-ის ტრენინგი ,,სასერტიფიკაციო  გამოცდებისთვის მომზადება  პროფესიულ  უნარებში“
v  31.05.2014-დან -1.06.2014 -ის ჩათვლით გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრი“-ის ტრენინგი  ,,სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის  მომზადება  ქიმიაში(ზოგადი ქიმია)
v  13.06.2014-21.06. 2014-ის   ჩათვლით გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრი“-ის ტრენინგი  ,,სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის  მომზადება  ქიმიაში“ (არაორგანული ქიმია)
v  22.06.2014-დან  26.06.2014-ის   ჩათვლით გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრი“-ის ტრენინგი  ,,სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის  მომზადება  ქიმიაში“ ( ორგანული ქიმია )
v  2015 წლიდან  ჩართული ვარ  მასწავლებელთა  პროფესიული ზრდის სქემაში. ამავე დროს  ამირჩიეს  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ფასილიტატორად  ,,stem”-ის საგნებში.
v  24.12.2016 წ-დან  24.08.2017წ-ის ჩათვლით  გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრის  5-მოდულიანი ტრენინგი MILLENNIUMI-ს პროგრამით: ზოგად პროფესიულ უნარებში  (36 სთ) და საგნობრივ მეთოდიკაში (24 სთ)
v  9.11.2017-დან  21.01.2018-ის ჩათვლით  გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრის  6-მოდულიანი ტრენინგი ,, ,,ლიდერობის აკადემია-2“
v  3. 07.2018-დან  7.07.2018-ის ჩათვლით გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრის  2-მოდულიანი ტრენინგი ,, ,,ლიდერობის აკადემია-3“
v  12.10.2018-დან  10.11.2018-ის ჩათვლით გავიარე მასწავლმასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა  და განვითარების  ეროვნული ცენტრის  4-მოდულიანი ტრენინგი   ,, ისტ-ის  გამოყენება სასწავლო პროცესში“
v  2016 წელს მომენიჭა  უფროსი  მასწავლებლის სტატუსი ქიმიაში.
v  2018  წლის 25 ივნისს  მივიღე მონაწილეობა აჭარის განათლების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში   ,,უფროსი და წამყვანი მასწავლებლების სტაჟირება პოლონეთში“
v  2019 წლის 7 მაისს მივიღე მონაწილეობაქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ქიმიის მასწავლებლის ადგილის დასაკავებლად.
v  2019 წლის 10 მაისს დავიწყე მუშაობა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად.
v  სრულყოფილად ვფლობ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს Word,  Windowsi,  Internet Explorer,  Excel,  Power  Point,  Blog



No comments:

Post a Comment